განათლება და პანდემია

დღევანდელი მსოფლიო ყოველდღიურობა კოვიდ პანდემიამ სრულიად მოიცვა. კოვიდ-19-მა სამყარო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. შექმნილი მდგომარეობა შეეხო თითქმის ყველა სფეროს, მოსახლეობის დიდი ნაწილის ყოველდღიური რუტინა შეიცვალა. ერთი შეხედვით უჩვეულო გარემოს  მსოფლიო მოკლე დროში  შეეჩვია,  მალევე აქტუალური გახდა დისტანციურ რეჟიმში მუშობა, სწავლა , სხვადასხვა ღონისძიებების ასეთ ფორმატში ჩატარება. გამონაკლისი ამ კუთხით განათლების სისტემაც არ ყოფილა. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მსოფლიომ შეძლო გამოენახა ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო დაწესებულებებში მიუსვლელად შეძლებოდათ განათლების პროცესში ჩართულიყვნენ. ბევრმა უნივერსიტეტმა და სკოლამ მალე შეძლო დისტანციური სწავლების სისტემაში ჩართვა.

მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ელექტორნული სწვლება უკვე ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარეობს, შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს არ გაუჭირდათ უშუალოდ იმ რეგულაციების შესრულება, რომელიც მსოფიოში განათლების კუთხით დაწესდა. ზოგ ქვეყანაში ასეთი ტიპის სასწავლო დაწესებულებები აქამდეც არსებობდა, მაგალითად თურქეთში სტუდენტთა დიდი ნაწილი სწორედ მსგავს უნივერსიტეტებში იღებს განათლებას.  ჩვენს ქვეყანას კი ასეთი შემთხვევა არ ჰქონია, შესაბამისად სიტუაცია ბევრად უფრო რთული იყო. საქართველოში  დისტანციური სწავლების შესახებ ჩანაწერი კანონში პირველად 2016 წელს გაჩნდა. თუმცა, პანდემიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დახვეწა დისტანციური სწავლების შესახებ კანონი:

1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.

4. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას.

5. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დისტანციური სწავლება იქნება დაშვებული, ამტკიცებს მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.

6. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.

7. საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც უმაღლესი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დღეს, განათლების დისტანციური სწავლების ხრისხის გაუმჯობესება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ცხადია, საქართველოც ამ მიმართულებით ვითარდება. აღსანიშნავია ის რომ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ტექნოლოგიების საჭიროება განათლების პროცესში. უეცრად მოვლენილი პანდემიის შედეგად სახელმწიფოები იძულებულები გახდნენ სრულად დისტანციურ სწავლის რეჟიმზე გადასულიყვნენ რასაც, ცხადია, გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია, გაბნსაკუთრებით საქართველოში.

აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, მაგალითად, სასწავლო დაწესებულებები არ იყო აღჭურვილი დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიებით, ასევე  წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერებზე საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია, განსაკუთრებით რეგიონებში.

გამომდინარე იქედან რომ, ელექტრონული სწავლება ადაპტირებული არ იყო საქართველოს განათლების სისტემაში, პანდემიურ პირობებში  სრულად დისტანციურ განათლების მოდელზე გადასვლამ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.  უკმაყოფილება, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებში არსებობდა ძირითადად გამოწვეული იყო მასწავლებლების დაბალი კომპეტენციით, თუმცა საუნივერსიტეტო დონეზე ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად იჩენდა თავს, ასევე  ინტერნეტზე ხელმისაწვდომიბის კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ რეგიონში მცხოვრებლებს, გარკვეულწილად პრობლემა იყო კომპიუტერებზე, სმარტფონებზე. საერთო ჯამში, განათლების ხარისხი, რომლითაც დიდად ისედაც ვერ ვიწონებდით თავს კიდევ უფრო დაეცა. თუმცა, მეორეს მხრივ, აღსანიშნავია სახელმწიფოს მხრიდან მცდელობა, რომ სწრაფად ადაპტირებულიყვნენ ახალ რეალობას, შეიქმნა სხვადასხვა სასწავლო პლატფორმები, როგორიცაა  ელექტრონული ბიბლიოთეკა, ტელესკოლა, აბიტურიენტებისათვის ვებ-სკოლა და სხვა.  მაგალითად.: საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში გამოცდილი პედაგოგების მიერ ტელეგაკვეთილების ჩატარებას, უნდა აღინიშნოს, რომ გათვალისწინრებული იყო ეროვნული უმცირესობის მქონდე მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ცალკე განსაზღვრა (სომხური და აზერბაიჯანული), ასევე, სმენის პრობლემის მქონდე მოსწავლეებისთვის ყველა გაკვეთილი ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე.

იმისათვის, რომ ონალინ სწავლება უპრობლემოდ მიმდინარეობდეს, აკადემიურ პერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგების ცოდნისა და გამოყენების უნარი, არამედ ასევე საჭიროა სათანადო პედაგოგიური ცოდნა-უნარები ონლაინ სასწავლო კურსის ეფექტურად წარმართვისათვის, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლა-სწავლება და შეფასების სტრატეგიები ინტერნეტის მეშვეობით სწავლებაზე უნდა იყოს მორგებნული. თუმცა, სამწუხაროდ, კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში, ინლაინ სწავლებაზე გადართვამ აჩვენა, რომ აკადემიური პერსონალი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოსაყენებლად მზად არ იყო.

აღნიშნულის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული სახის პრობლემები. 2020 წლის მარტში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემაში 528 426 მოსწავლე იყო რეგისტრირებული, ხოლო მათგან 36 272 მოსწავლეს(12%) ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, 71 796 მოსწავლეს (14%) კი  არ ჰქონდა კომპოუტერულ მოწყობილობებთან წვდომა.

რაც შეეხება მასწავლებლებთა მდგომარეობას ამ კუთხით, მათ 97%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ჰქონია, 1,7%-ს კი პირიქით, მათ არ ჰქონდან წვდომა ინტერნეტზე.  0,9%-ს – ტექნიკა, ხოლო 0,7%-ს – შესაბამისი სივრცე.

წყარო: https://mes.gov.ge/mesgifs/1609239131_2020_Angarishi.pdf

მოცემულ პროცესს საქართველომაც აუწყო ფეხი. 2020წლის მარტში საქართველო ამ მხრივ პირველ ნაბიჯებს დგამდა. დღეს კი, შეიძლება ითქვას, რომ ერთი  მხრივ  ქვეყანა გაუმკლავდა ამ გამოწვევას, მაგრამ რა თქმა უნდა ასეთ ფორმატში განათლების მიღებას დადებითი და უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.

დისტანციური სწავლების უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ რაღა თქმა უნდა, ვირუსისგან თავის არიდება, დროის დაზოგვა,განათლებაზე წვდომა ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაძლებელია ლექციის ვიდეო ჩანაწერის შენახვა. ამასთან, სტუდენტებისთვის უფრო მარტივია უნივერსიტეტის და სამსახურის შეთავსება. ზოგდად, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაციის პროცესები. ახალგაზრდების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კომუნიკაცია გარკვეულწილად განაპირობებს მოზარდების განვითარების.

ამ და სხვა მიზეზების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილისთვის და უფრო მეტად სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების გარკვეული რაოდენობისთვის, მოცემულ ფორმატში სწავლის გაგრძელება პრობლემებთან ასოცირდება და ეს მათ დისკომფორს უქმნის. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ტექნიკურ მხარებზე რომ არ ვისაუბროთ, ყველასთვის ინდივიდუალური სწავლის მეთოდია მისაღები, ზოგისთის რთულია პრაქტიკული ახსნის გარეშე დავალებად მოცემული მასალის გაანალიზება. ეს პროცესი უდიდესი შეფერხება იყო სტუდენტებისთვის და ის მეტ-ნაკლებად დღემდე გრძელდება. ბევრი სტუდენტი თვლის, რომ დისტანციური სწავლების პროგრამებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს აუდიტორიული სწვლების ხარისხთან შედარებით. ისინი ფიქრობენ რომ ვერ იღებენ სათანადო განათლებას.

განათლების მიღება და თანამედროვე სწავლის სპროცესებში ჩართვა ყველაზე რთული სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის აღმოჩნდა. დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ოჯახები, რა თქმა უნდა, ნაკლებად ფლობენ ონლაინ გაკვეთილებზე წვდომისთვის საჭირო მოწყობილობებს და უჭირთ ინტერნეტის გადასახადების დაფარვა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ოჯახებისთვის, რომლებიც საქართველოში არსებული დაბალი სოციალური დახმარების საშუალებით ცდილობენ თავის გატანას, კომპიუტერის ან მსგავსი მოწყობილობის ქონის შემთხვევაში, სოციალურ დახმარებას კარგავენ. ინტერნეტთან წვდომის მქონე ოჯახებშიც კი, და-ძმებს რესურსების ერთმანეთთან გაზიარება უწევდათ. ბევრ ოჯახს, რომელთაც ერთზე მეტი შვილი ჰყავთ, არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობის მოწყობილობები იმისათვის რომ, თითოეულ ბავშვს შესძლებოდა ონლაინ გაკვეთილზე დასწრება. შესაბამისად, მათ უწევდათ რომელიმე შვილის განათლებისთვის უპირატესობის მინიჭება.

ინტერნეტთან არათანაბარი წვდომის პრობლემასთან გამკლავების მიზნით, 2021 წლის იანვარში, პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მობილურ ოპერატორებთან გააფორმა შეთანხმება მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მობილური ინტერნეტის იაფიანი პაკეტების უზრუნველყოფის თაობაზე. თუმცა მშობლები და მასწავლებლები ამ ნაბიჯს დაგვიანებულდ მიიჩნევდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიური პროცესები გრძელვადიან პერპსპექტივაში საკმაოდ კარგ შედეგს მოიტანს განათლებაში ტექნოლოგიების ადაპტირების კუთხით.რადგან  რეგიონებში განვითარების  პროცესი დააჩქარდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პედაგოგების ადაპტაცია ციფრულ სამყაროსთან. ამიტომ, უნდა შეიქმნას ან განვითარდეს ონლაინ სასწავლო პლატფორმები, რათა დისტანცია არ იყოს პრობლემა ხარისხიანი განათლების მისაღებად. ასევე, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ იმავე ხარისხის განათლება მიიღონ, როგორსაც თბილისში მცხოვრები ბავშვები იღებენ.

დასკვნა:

კოვიდ პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა განათლების სისტემაზე მსოფლიოს მასშტაბით. 2020 წლის აპრილისთვის, 188 ქვეყანაში შეჩერდა სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესი, როგორც ავღნიშნეთ, ალტერნატიულ გზად დისტანციური სწავლის მეთოდი აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა მოსწავლეთა და სტუდენტთა დიფერენციაცია შემოსავლების და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსხვავებები კი ნათელია მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ინტერნეტთან წვდომა ახალგაზრდების მხოლოდ 6%-ს აქვს, მაშინ როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მონაცემი 87%-ს უდრის, რაც მსოფლიო მონაცემებს ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება უალტერნატივო გზა აღმოჩნდა საგანმანათლებლო პროცესის გასაგრძელებლად, ყველა შეთანხმდა რომ დღევანდელ სასწავლო პროცესებს ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა  ყველაფერი მაინც იდნდივიდუალურ მორგებაზე რჩება.  საქართველოში და მეტად განვითარებულ ქვეყნებშიც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეთა ჩართულობა ონლაინ სასწავლო პროცესში, რაც უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია დისტანციური სწავლებისთვის სათანადო პირობების არქონით.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started