მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროცესის ხელმისაწვდომობა პენიტენციურ სისტემაში

უმაღლესი განათლების მიღება:­

ფოტო : On.ge

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 27 ის თანახმად

. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

განათლების უფლება პირველად აღიარეს “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით ” (მუხლი 26) და მას მოჰყვა სხვა მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, რომელთა შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო აქტი “ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ”.  განათლების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციის და შეზღუდვების გარეშე.  

საშუალო ზოგადი განათლება და უმაღლესი განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

მუხლი 25

(უმაღლესი განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში)

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიიღოს უმაღლესი განათლება.

2. უმაღლესი განათლების მისაღებად მსჯავრდებულსა და განათლების სისტემის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს შორის დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება.

3. მსჯავრდებულმა უმაღლესი განათლება შეიძლება მიიღოს მხოლოდ დაუსწრებელი სწავლების ფორმით. მსჯავრდებულის მიერ დაუსწრებელი სწავლების ფორმით უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის ნებართვა.

4. მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის სარეჟიმო მოთხოვნებს.

მუხლი 24 (საშუალო ზოგადი განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში )

1. მსჯავრდებულს ეძლევა საშუალება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიღოს საშუალო ზოგადი განათლება.

2. საშუალო ზოგადი განათლების მისაღებად მსჯავრდებულსა და განათლების სისტემის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს შორის დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება.

3. მსჯავრდებულის მიერ საშუალო ზოგადი განათლების მიღების ფორმის (დასწრებული, დაუსწრებელი სწავლება) შერჩევისას გამოიყენება ამ დებულების II თავით დადგენილი წესები.

4. მსჯავრდებულის მიერ საშუალო ზოგადი განათლების მიღების ფორმა და პირობები უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის სარეჟიმო მოთხოვნებს.

მუხლი 1.

საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ  კანონის მოქმედების სფერო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

კონსტიტუციური განათლების მიღება:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად სოციალურ უფლებასა და ცივილიზებული კაცობრიობის აღიარებულ ღირებულებას. საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 35) და საერთაშორისო სამართლებრივი აქტები კერძოდ, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და 1966 წლის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო აქტი ღირსეულ ადგილს მიაკუთვნებენ ამ უფლებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლში განსაზღვრული

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა – პატიმართა „მსჯავრდებულის” მიერ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების ფორმებს, პირობებსა და ორგანიზების წესს.

2. ამ დებულებას აქვს თანაბარი ნორმატიული ძალა საქართველოს განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების სისტემებში.

მუხლი 28

1. მსჯავრდებულთა მიერ განათლების მიღებისა და თვითგანათლების უზრუნველყოფის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნას და მოაწყოს ბიბლიოთეკა.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოწყობილი ბიბლიოთეკა უნდა შეიცავდეს:

ა) მსჯავრდებულთა მიერ დაწყებითი და საბაზო ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების მისაღებად აუცილებელ სახელმძღვანელო ლიტერატურას, აგრეთვე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მისაღებად საჭირო სხვა სახელმძღვანელო-საგანმანათლებლო ლიტერატურას.

პენიტენციური სამსახური:

 2021 წლელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით გლდანის პენიტენციურ სისტემაში მყოფ  დაახლოვებით273 არასრულწლოვნიდან მხოლოდ და მხოლოდ 93 პირს აქვს საშუალო განათლება მიღებული სკოლებში და შესააბამისად ატესტატი აღებული. ხოლო დანარჩენი მათგანი საბაზო დონიდან ანუ მე-9 კლასიდან არის სკოლიდან გამოსული და შესაბამისად არ აქვს მიღებუი სრული სასკოლო განათლება, რის გამოც არ აქვს ატესტატი.     

დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს სწორედ დასაქმებით რეაბილიტაციაში ეხმარებიან ტრენინგ-სემინარებით, გადამზადების კურსებითა და მატერიალური თანადგომით – უკვე გამართული მცირე ბიზნესის გასაძლიერებლად.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ კვლევაში, რომელიც  კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს, საჭიროებები ეხება, გამოიკითხა 291 მსჯავრდებული – ყოფილი მსჯავრდებული და პირობითის მქონე.

რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რესპოდენტთა 41.2%-ს საშუალო განათლება აქვს. 13.8%-მა პროფესიული სასწავლებელი/კოლეჯი დაამთავრა, ხოლო – 13.1% ბაკალავრიატის კურსდამთავრებულია. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა 10.8%-მა, ხოლო – 10%-ს არასრული საშუალო განათლება აქვს მიღებული. სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავებები განათლების დონის კუთხით არ გამოკვეთილა.

გასამართლებამდე, ზრდასრულ რესპონდენტთა 69% არსად სწავლობდა. სკოლაში განათლებას იღებდა 7%, პროფესიულ სასწავლებელში პროფესიას ეუფლებოდა 8%, ხოლო 16% უმაღლეს სასწავლებელში იღებდა განათლებას.

უმაღლესი განათლების მიღება ციხეშიც არის შესაძლებელი. ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად პატიმრები ბადრაგის თანხლებით მიჰყავთ, შემდეგ კი დისტანციურად ასწავლიან. სასწავლო მასალა ელექტრონული ფოსტით ეგზავნებათ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც მას შემდეგ სტუდენტ პატიმრებს გადასცემენ. ასევე, შესაძლებელია ამანათით ახლობლებმაც მიაწოდონ. პატიმრებს შეუძლიათ ისწავლონ როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზეც.

2018 წლის 1 იანვრიდან მსჯავრდებულებს დისტანციური სწავლის საშუალება აქვთ და სასჯელის მოხდის პერიოდში სრულფასოვანი განათლების მიღება შეუძლიათ. ადრე პატიმრებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ, მხოლოდ საშუალო და პროფესიული განათლების მიღება შეეძლოთ. დათო სასჯელს ქურდობის ბრალდებით იხდიდა, რის გამოც მან 4 წელი გაატარა პენიტენციურ განყოფილებაში დაკავებისას იგი 19 წლის იყო 23 წლისამ კი საპატიმრო დატოვა, ამ პერიოდში იმდენად კარგად მოემზადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდგომ 4 თვეში გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სრულფასოვნად მომზადებული ჩააბარა და 100 პროცენტიანი დაფინანსებაც მიიღო ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე.

,,აქედან თავისუფლება უსაზღვრო შესაძლებლობად ჩანს, როცა გარეთ ხარ, ვერ აფასებ ამას. განათლება ჩემთვის ერთადერთი ხსნა გახდა. იმ დროს, როდესაც ციხეში ყოველდღიურ დღის წესრიგში მხოლოდ ჭამა და ძილია, ჩემთვის განათლების მიღება ერთადერთი ნათელი წერტილი იყო რომელიც მეხმარებოდა ჩემი მომავალი გეგმების და ჩანაფიქრის განხორციელებაში, აქ საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რომ განათლება სრულფასოვნად შეიგრძნო და ყველა ის რესურსიც რომელიც გჭირდება ამისთვის. საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა რომელსაც ყოველ წლიურად ანახლებდნენ, გარდა ამისა ასევე შეგვეძლო რომელი წიგნიც დაგვჭირდებოდა ახლობლებს გამოეგზავნათ,

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისაც რომ გვყავდა საკმაოდ კვალიფიციური რეპეტიტორები რომლებიც ძალას და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის რომ ჩვენ სათანადო განათლება მიგვეღო და არ ჩამოვრჩენოდით სხვებს სწავლის დონით და შესაძლებლობებით.

მსჯავრდებულებისთვის განათლების უწყვეტად მიღების პროცესი იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ, ამ პროცესში ადამიანის მსოფლხედველობა ფორმირდება, სრულფასოვან, სრულყოფილ ადამიანად ყალიბდება, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დანაშაულის მკვეთრად შემცირებას. მტკიცებულებას არ საჭიროებს და აქსიომაა, რომ სახელმწიფოში დანაშაულების შემცირების ორი მთავარი პირობა არსებობს: ეს გახლავთ განათლებ და ადამიანთა მატერიალური უზუნველყოფა და არა სისასტიკით დასჯა და ციხეებში დამწყვდევა, ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა განათლების პროცესს, ვინაიდან განათლების მიღებით, საჭირო კვალიფიკაციის დაუფლებით, პიროვნება ღებულობს არსებობის დამოუკიდებელ საშუალებებს, მოეწყოს სამუშაოზე შესაბამისი პროფილით და საკუთარი შრომით ირჩინოს თავი.

გასამართლებამდე სწავლობდით სადმე ?

გამოყენებული მასალა:                                                                               

1)ვებ._https://batumelebi.netgazeti.ge/news/213123/

2)ვებ._ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1117548?publication=0

3)ვებ._ https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-28

4)ვებ._ https://cdn.penalreform.org/wp-content/uploads/2016/03/Monitoring-juvenile-facilities_Georgia.pdf

ავტორი : სალომე პაპაშვილი

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started