-
ავარიული ბაქანი და შეცვლილი კონტრაქტორი კომპანია – მეტრო გოცირიძის რეკონსტუქცია დროში გაიწელა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა. მეტროსადგურის დაზიანებასთან დაკავშირებით კვლევა 2017 წელს მომზადდა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ…